რეიტინგი
ადგილი
გატარება
1
17

2
16

3
12

4
10

5
9



ოფიციალური წესები:



1
წინამდებარე პრომო აქციის (შემდგომში „აქცია“) დამკვეთი და ორგანიზატორი:


  • აქციის დამკვეთია Mastercard ევროპა(შემდგომში „დამკვეთი“) წარმომადგენლობითი ოფისი უკრაინა. მისამართი: უკრაინა, ქ. კიევი, ბოგდან ხმელნიცკის ქ. #:17/52, 01030.
  • აქციის ორგანიზატორი საერთაშორისო სარეკლამო კომპანია `McCann Erickson”-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში შპს „McCann Erickson” (საიდენტიფიკაციო კოდი: 404882766), იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. # 71, IV სართული.


2
აქციის ჩატარების ადგილი და პირობები


2.1. აქციის ჩატარების პერიოდია: 2017 წლის 26 ივნისის 00:00 საათიდან 2017 წლის 20 აგვისტოს 23:59 საათის ჩათვლით (შემდგომში „აქციის პერიოდი“)

2.2 აქცია მიმდინარეობს საქართველოში არსებული გალფის ბენზინგასამართი სადგურებსა (შპს „სან პეტროლიუმ“) და გალფის სავაჭრო ობიექტებზე(შპს “სან სთორზ“).



3
აქციის მონაწილე:


3.1.  საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე, რომელსაც აქციაში მონაწილეობის უფლება აქვს, არის საქართველოში გაცემული Mastercard®-ის ნებისმიერი ბარათის (შემდგომში „ბარათი“) მფლობელი, აქციის პერიოდში, ბარათით განახორციელებს მინიმუმ 10 ლარის ტრანზაქციას გალფის ბენზინგასამართ სადგურებსა(შპს „სან პეტრროლიუმ“) და გალფის სავაჭრო ობიექტების(შპს „სან სთორზ“) პოს-ტერმინალზე და ეთანხმება აქციის წესებს და პირობებს (შემდგომში „აქციის მონაწილე“).

3.2.  აქციაში მონაწილეობის უფლება არა აქვს:

3.2.1. პიროვნებას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს 3.1. მუხლის პირობებს;

3.2.2. 18 წლამდე ასაკის ადამიანებს;

3.2.3. პიროვნებებს, რომლებიც არ ფლობენ საქართველოში გაცემული მასტერქადის ბარათებს



4
აქციაში მონაწილეობის პირობები


4.1 აქციის მონაწილე შეიძლება იყოს პირი რომელიც შეასრულებს შემდეგ პირობებს:

- აქციის პერიოდში, გალფის ბენზინგასამართი სადგურებსა (შპს „სან პეტროლიუმ“) და გალფის სავაჭრო ობიექტების (შპს “სან სთორზ“). პოს-ტერმინალზე  მასტერქარდის ნებისმიერი ბარათით შეასრულებს   სულ მცირე 10 ლარის ტრანზაქციას, რაც შეიძლება ხშირად.

- ყოველ 100 ლარის ღირებულების შენაძენის დამადასტურებელი ქვითარს ან დაჯამებული ქვითრებს წარადგენს გალფის სავაჭრო ობიექტებზე.

4.2. 2017 წლის 26 ივნისის 00:00 საათამდე და 2017 წლის 20 აგვისტოს 23:59 საათის შემდეგ განხორციელებული ტრანზაქციები აქციაში მონაწილეობას არ იღებს.



5
აქციის პრიზები


5.1 ყოველი 100 ლარის ქვითარზე ან დაჯამებულ ქვითრებზე გაიცემა გალფის საწვავის 10 ლარიანი ვაუჩერი; ვაუჩერების რაოდენობა წინასწარ არის განსაზღვრული (ჯამში 5550 ცალი) და მისი გაცემა გაგრძელდება ვაუჩერების რაოდენობის  სრულ ამოწურვამდე.

5.2 ხოლო აქციის პერიოდში, პირი, რომელიც განახორციელებს ყველაზე მეტ ტრანზაქციას საქართველოში გაცემული მასტერქარდის ნებისმიერი ბარათის მეშვეობით გალფის ბენზინგასამართ სადგურებსა (შპს „სან პეტროლიუმ“) და გალფის სავაჭრო ობიექტებზე (შპს „სან სთორზ“) მიიღებს მთავარ პრიზს.

5.3. აქციის მთავარი პრიზი

2(ორ) დღიანი საგზური პორშეს მართვის სკოლაში, გერმანია, ლაიფციგი, მართვის უნარების გასაუმჯობესებლად. გამარჯვებულს შეუძლია თავისი სურვილის მიხედვით  ერთი პირის თანხლება.

მოგზაურობის დეტალები:

  • ორმხრივი ბილეთი გერმანია, ლაიფციგი - საქართველო, თბილისი
  • 2 ღამე/3 დღე 4*სასტუმროში
  • 2 დღიანი ტრეინინგი პორშეს მართვის სკოლაში

5.4. მოგზაურობის დეტალური პირობები განსაზღვრულია დამკვეთის მიერ და ვერ შეიცვლება აქციის მონაწილის მიერ.



6
აქციის გამარჯვებულის გამოვლენისა და პრიზების გაცემის პირობები


6.1. აქციის პერიოდში განახორციელე მინიმუმ 10 ლარის ტრანზაქცია გალფის ბენზინგასამართ სადგურებსა (შპს „სან პეტროლიუმ“) და გალფის სავაჭრო ობიექტებში (შპს „სან სთორზ“)  საქართველოში გაცემული მასტერქარდის ნებისმიერი ბარათით, რაც შეიძლება მეტჯერ/ხშირად.

  • ყოველ 100 ლარიან ქვითარზე(ერთჯერად გადახდილი ან რამდენიმე/დაგროვილი) მიიღე 10 ლარის საწვავის ვაუჩერი(ვაუჩერების რაოდენობა წინასწარ განსაზღვრულია(ჯამში 5550 ცალი)  და გაცემა გაგრძელდება მის სრულ ამოწურვამდე.
  • აქციის მონაწილე, რომელსაც აქციის პერიოდში განახორციელებს ყველაზე მეტ ტრანზაქციას მასტერქარდის ბარათით, გალფის ბენზინგასამართ სადგურებსა (შპს „სან პეტროლიუმ“) და გალფის სავაჭრო ობიექტებზე (შპს „სან სთორზ“), მიიღებს მთავარ პრიზს.

ტრანზაქციის სიხშირის შესახებ მონაცემებს გასცემს საქართველოში არსებული მასტერქარდის ბარათების გამცემი ბანკები, მომხმარებლის პირადი მონაცემების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის სრული დაცვით.

6.2 პრიზების გაცემის პირობები:

აქციის პერიოდში, მონაწილეს შეუძლია გადაცვალოს 100 ლარის ქვითარი გალფის სავაჭრო ობიექტებზე(შპს „სან სთორზ“) მთელი საქართველოს მასშტაბით.

6.3 აქციის მონაწილემ ვაუჩერის მისაღებად უნდა წარადგინოს აქციის პერიოდში გალფის ბენზინგასამართ სადგურებსა(შპს „სან პეტროლიუმ“) და გალფის სავაჭრო ობიექტებზე (შპს „სან სთორზ“)  მასტერქარდის ბარათით გადახდილი, ჯამში 100 ლარის ქვითარი (მინიმალური გადახდა 10 ლარი), პირადობის მოწმობა(ასლთან ერთად) და მასტერქარდის ბარათი.

იმ შემთხვევაში, თუ მონაწილემ რაიმე მიზეზის გამო ვერ შეძლო ვაუჩერის ასაღებად პირადად მისვლა, მის მიერ მინდობილ პირს, 100 ლარიანი ქვითრებით, ქვითარში აღნიშნული მასტერქარდის ბარათის მფლობელის  პირადობით, მასტერქადის ბარათით, საკუთარი პირადობითა და ასლებით, შეუძლია მიიღოს 10 ლარის საწვავის ვაუჩერი.

6.4 პრიზების ფულადი კომპენსაცია არ გაიცემა;

6.5. ვაუჩერები გაიცემა მის სრულ ამოწურვამდე (5550 ცალი), აქციის მიმდინარეობის პერიოდში. ამ პერიოდის შემდეგ წარმოდგენილი ქვითრები არ ექვემდებარება გადაცვლას;

6.6. პრიზების გაცემის ადგილი: ვაუჩერების გაცემა და ქვითრების გაცვლა  შესაძლებელი იქნება გალფის სავაჭრო ობიექტებზე (შპს “სან სთორზ) მთელი საქართველოს მასშტაბით.            

აქციის მონაწილეებს საწვავის ვაუჩერის მიღება შეუძლიათ 6.3 პუნქტის შესაბამისად.

საწვავის ვაუჩერის გამოყენების ვადაა 2017 წლის 1 ოქტომბრამდე.

6.7. მთავარი პრიზის გამარჯვებულად გამოცხადდება აქციის პერიოდში ყველაზე ხშირი ტრანზაქციის მქონე საქართველოში გაცემული მასტერქარდის ბარათის მფლობელი.

ტრანზაქციების რეიტინგი და აქციის პირობები და წესები გამოქვეყნდება პრომო გვერდზე: www.masterdriver.ge

გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება 2017 წლის 25 აგვისტოს და გამოქვეყნდება პრომო გვერდზე: www.masterdriver.ge  და FB/mastercardgeorgia

გამარჯვებული გაემგზავრება გერმანიაში, პორშეს მართვის სკოლაში 2017 წლის 22-24 სექტემბერს.

მთავარი პრიზის გამარჯვებულს დაუკავშირდება აქციის ორგანზატორი.

გამარჯვებულმა უნდა წარადგინოს:

  • საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი
  • მასტერქარდის ბარათი, საიდანაც განხორციელდა ტრანზაქცია.

აქციის მონაწილისთვის მთავარი პრიზის გადაცემის შემდეგ აქციის ორგანიზატორი და დამკვეთი  სრულიად თავისუფლდებიან ნებისმიერი პასუხისმგებლობისაგან. მთავარი პრიზის მიღებაში იგულისხმება მოგზაურობისა და მასთან დაკავშირებული წინამდებარე წესებით გათალისწინებული პირობების   მოწყობა.

6.8. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული ვერ აიღებს მთავარ პრიზს რაიმე პირადი გარემოებების გამო და წესებით გათვალისწინებულ პირობებში, ორგანიზატორი ან/და დამკვეთი არ ანაზღაურებს ხარჯებს, რაც უკავშირდება ამგვარი საჩუქრების/მთავარი პრიზის გამოყენების შეუძლებლობას.

6.9. მთავარი პრიზს გამარჯვებული მიიღებს მხოლოდ აქციის წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად  პრიზის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის  შემდეგ.

6.10. მთავარი პრიზის გამარჯვებულს უფლება აქვს უარი თქვას პრიზზე წერილობითი ფორმით.



7
კონფიდენციალურობის პოლიტიკა


ორგანიზატორის მიერ აქციის მიზნებისთვის პირად მონაცემთა შეგროვებას და დამუშავებას მასტერქარდის წარმომადგენლობა აკონტროლებს. აქციის ფარგლებში შეგროვებულ ნებისმიერი სახის პირად მონაცემებს მასტერქარდი და ორგანიზატორი გამოიყენებენ მხოლოდ აქციის ჩატარების მიზნით, კერძოდ, გამარჯვებულების გამოსავლენად, მისთვის პრიზის გადასაცემად და აქციის გამარჯვებულის გამოსაცხადებლად მედია არხების საშუალებით. აქციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვები შეგიძლიათ გააგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: nino@mccann.com.ge

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით მასტერქარდის მიერ პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ მასტერქარდის გლობალურ კონფიდენციალურ პოლიტიკას, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://www.mastercard.us/privacy/





ხშირად დასმული კითხვები:



აქცია ჩატარდება 2017 წლის 26 ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით.
მთავარი პრიზის გამარჯვებული გახდება პირი, რომელიც ყველაზე მეტჯერ გაატარებს საქართველოში გაცემული მასტერქარდის ბარათს გალფის ბენზინგასამართ სადგურსა და გალფის სავაჭრო ობიექტებში.
გამარჯვებული გამოვლინდება 2017 წლის 25 აგვისტოს და ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებ- გვერდზე : www.masterdriver.ge და ფეისბუკ გვერდზე : FB/mastercardgeorgia

ორმხრივი ბილეთი:  თბილისი, საქართველო - ლაიფციგი, გერმანია - თბილისი, საქართველო

2 ღამე/ 3 დღე  4-ვარსკვლავიან სასტუმროში

2 დღიანი ტრენინგი პორშეს მართვის სკოლაში

გამარჯვებულს უფლება აქვს, წაიყვანოს ერთი თანმხლები პირი. თანხმლები პირი  მართვის სკოლაში ტრეინინში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 

მთავარი პრიზის, ანუ ლაიფციგში მოგზაურობის მოგების შემთხვევაში, საგზურის სხვა ადამიანისთვის გადაცემა არ შეიძლება.
აქციაში მონაწილეობა ეკრძალებათ: 18 წლამდე ასაკის ადამიანებს დ ა პიროვნებებს, რომლებიც არ ფლობენ საქართველოში გაცემული მასტერქადის ბარათებს.

მონაწილეს 100 ლარის ქვითრის 10-ლარიან ვაუჩერში გადაცვლა შეუძლია აქციის განმავლობაში ნებისმიერ დღეს, გალფის სავაჭრო ობიექტებზე, შემდეგ მისამართებზე :

თბილისი:

  • ქ.თბილისი, მიქელაძეის ქუჩა №1
  • ქ.თბილისი, ჯავახეთის ქუჩის ბოლოზე, მოსკოვის ქუჩის გადაკვეთასთან
  • ქ.თბილისი,მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გელოვანის გამზირი
  • ქ.თბილისი, საქართველოს სამხედრო გზა
  • ქ.თბილისი, გურამიშვილის გამზ. საწარმოო გაერთიანება, ' ელმავალმშენებელი'-ს ქარხნის, მიმდ. ( ნაკვ. 03/019)
  • ქ.თბილისი, ბოგდან ხმელინცკის №46
  • ქ.თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპირო დიღმის ხიდის მიმდებარედ
  • ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლთან აეროპორტის მიმართულებით არსებულ სატრანსფორმატორო კვანძში.
  • ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი, საქნავთობის დასახლების მიმდებარედ
  • ქ.თბილისი, ვ ბაგრატიონის ქუჩის დასაწყისში (ნაკვეთი 16/15)
  • ქ.თბილისი, ნუცუბიძის ფერდობი 2 მ/რ, კორპუსი №1- ის მიმდებარედ
  • ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილზე შუშის ქარხნის მოპირდაპირე მხარეს
  • ქ.თბილისი, სოფელი დიღომი თეთრაანთ ბაღი
  • ქ.თბილისი, გულიას №1

იმერეთი :

  • ქ.ქუთაისი, დ. აღმაშენებელის გამზ და და-ძმა უორდროპების ქუჩის გადაკვეთა
  • ქ.ქუთაისი, გუგუნავას №10 ბ/დ
  • სამტრედიის რაიონი, სოფელი იანეთი
  • ქ.ქუთაისი, ქუჩა ნიკეა, №19ა
  • თერჯოლის რაიონი, სოფელი სიქთარვა
  • ზესტაფონის რაიონი, სოფელი ძირულა

კახეთი:

  • ქ.თელავი, დავითაშვილის №2
  • გურჯაანის რაიონი, სოფელი კაჭრეთი
  • ლაგოდეხის რაიონი, სოფელი შრომა
  • ქ.საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი მე-16 კმ.
  • ქ.ყვარელი, მეურნეობის დასახლება

აჭარა:

  • ქ.ბათუმი, დასახლება ადლია
  • ქობულეთის რაიონი, დაბა ჩაქვი, თამარ მეფის №74 ა
  • ბათუმი ლერმონტოვის 105

გურია :

  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წყალწმინდა

მცხეთა-მთიანეთი :

  • მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი

სამეგრელო :

  • აბაშის რაიონი, სოფელი ნორიო
  • ქ.ზუგდიდი, კოსტავას №110
  • წალენჯიხის რაიონი, სოფელი ლია
  • ხობის რაიონი, სოფელი პატარა ფოთი
  • ზუგდიდის რაიონი, სოფელი ჭითაწყარი
  • ხობის რაიონი, სოფელი პირველი მაისი

სამცხე-ჯავახეთი :

  • ქ.ახალციხე, თამარაშვილის ქუჩა
  • ქ.ბორჯომი, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ

ქვემო ქართლი :

  • ქ.რუსთავი, გამზირი მეგობრობა №32
  • ქ.რუსთავი, შარტავა მესხიშვილის გადაკვეთა
  • გარდაბანი, სოფელი სართიჭალა

შიდა ქართლი :

  • ქ.გორი, ცხინვალის გზატკეცილი №8
  • ქ.ხაშური, ქუჩა სტალინი
  • ქ.გორი, სოფ. ბერბუკი
აქციის მონაწილემ ვაუჩერის მისაღებად უნდა წარადგინოს: პირადობის მომწმობა (ასლთან ერთად), მასტერქარდის ბარათი და ჯამში 100 ლარის ქვითარი, რომელიც გადაიხადა საქართველოში გაცემულიმასტერქარდის ბარათით გალფის ბენზინგასამართ სადგურსა და სავაჭრო ობიექტებში. ერთ პიროვნებას შეუძლია თავის სახელზე არსებული ყველა ბარათის გამოყენება.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ ახერხებთ ვაუჩერის ასაღებად პირადად მოსვლას, თქვენ მიერ მინდობილ პირს შეუძლია, მიიღოს ვაუჩერი. მინდობილ პირს თან უნდა ჰქონდეს : 100-ლარიანი ქვითრები, ქვითარში აღნიშნული მასტერქარდის მფლობელისა და საკუთარი პირადობის მოწმობის ასლები და მასტერქარდის ბარათი, რომელითაც მოხდა გადახდა.
გამარჯვებული გაემგზავრება გერმანიაში, პორშეს მართვის სკოლაში 2017 წლის 22-24 სექტემბერს.
თქვენ უნდა განახორციელოთ მინიმუმ 10 (ათი) ლარის ტრანზაქცია გალფის ბენზინგასამართ სადგურსა და სავაჭრო ობიექტებზე, საქართველოში გაცემული მასტერქარდის ნებისმიერი ბარათით.
ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია 2017 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით